ჟურნალის შესახებ
სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი“ დაარსდა 2019 წელს. მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. „ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს.
„ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ახალი ნომერი

სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი“ დაარსდა 2019 წელს და მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. „ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ისტორიის საკითხების კვლევასა და უკეთ გააზრებას. „ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ისტორია
Ethnology
Physical Anthropology
Archeology
დამატებითი ინფორმაცია
ჟურნალის სრული ვერსია
სიახლეები
„ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი“ იწყებს ახალი ნომრისთვის (N6) სტატიების მიღებას. მასში იბეჭდება ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებული ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება საქართველოს, მასთან დაკავშირებულ სამყაროს და არ არის გამოქვეყნებული არცერთ ენაზე.
სტატიის მოცულობა: ტექსტი, სქოლიოები, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია (რეზიუმეს, ილუსტრაციების და ტაბულების აღწერილობების გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 7,000 სიტყვას.
ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური. შემოსული მასალა გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 ივნისი.
ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მისამართია: chronos@tsu.ge
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის რედაქციას (მთ. რედაქტორი: ალექსანდრე თვარაძე; ელ-ფოსტა: aleksandre.tvaradze@tsu.ge; ტელ. [+995] 599 / 22 59 06).
„ქრონოსის“ ვებგვერდის მისამართი: https://chronos.ihe.tsu.ge/index.php/journal
ანოტაცია სტატიების მიღების შესახებ, ქრონოსი, 6