ჟურნალის შესახებ
ჟურნალის შესახებ
სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი“ დაარსდა 2019 წელს და მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
„ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ისტორიის საკითხების კვლევასა და უკეთ გააზრებას.
„ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2023 წლის მარტიდან „ქრონოსი“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი, ჩართულია „ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ევროპულ რეფერირების ინდექსში“ (ERIH PLUS-ში).
სტატიის რეცენზირების პროცესი
„ქრონოსში“ დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ორიგინალური; არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან გადაცემული სხვაგან გამოსაქვეყნებლად. შემოსულ მასალას განიხილავს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და იღებს გადაწყვეტილებას სტატიის რეცენზირებისათვის დაშვების ან მისი უარყოფის შესახებ. სტატიის მიღების შემთხვევაში, ის იგზავნება სარეცენზიოდ. რეცენზირების პროცესში დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ავტორი და რეცენზენტი არ უნდა იყვნენ აფილირებულნი ერთსადაიმავე სამეცნიერო ინსტიტუციასთან. რეცენზირების ვადაა ორი-ოთხი თვე. შედეგები ეცნობება ავტორს. დადებითი რეცენზიის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალა დაიბეჭდება. შენიშვნების, ან უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ავტორს შეუძლია, ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები. საჭიროების შემთხვევაში, სტატია შეიძლება გადაიგზავნოს დამატებითი რეცენზირებისათვის.
სტატიის შეფასებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს შემდეგი გადაწყვეტილებები: ა) სტატია შეიძლება დაიბეჭდოს; ბ) სტატია შეიძლება დაიბეჭდოს გადამუშავების შემდეგ; გ) სტატიის დაბეჭდვა არ შეიძლება.
სტატიის გამოქვეყნების შესახებ საბოლოო დასკვნას იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.
ღია წვდომის პოლიტიკა
„ქრონოსის“ მასალებზე წვდომა თავისუფალია.