ჟურნალის შესახებ
სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი“ დაარსდა 2019 წელს. მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
„ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ისტორიის საკითხების კვლევასა და უკეთ გააზრებას.
„ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2023 წლის მარტიდან „ქრონოსი“, ჩართულია „ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ევროპულ რეფერირების ინდექსში“ (ERIH PLUS-ში).