საავტორო უფლება და ლიცენზირება

საავტორო უფლება

საავტორო უფლება გამოქვეყნებულ ნაშრომზე ეკუთვნით ჟურნალსა და ავტორს (ავტორებს). „ქრონოსში“ მიღებული მასალა, რეცენზირების პროცესის დასრულებამდე, ხოლო სტატიის დადებითი რეცენზირების შემთხვევაში ჟურნალის შესაბამისი ნომრის გამოცემამდე, არ უნდა გაიგზავნოს განხილვისათვის სხვა ჟურნალში/არ უნდა გამოქვეყნდეს/არ უნდა იქნეს გადაცემული დასაბეჭდად/არ უნდა განთავსდეს ელექტრონულ პლატფორმაზე.

ლიცენზიის პირობები

ჟურნალში ნაშრომი თავსდება Creative Commons-ის ლიცენზიით. მომხმარებლებს უფლება აქვთ გამოიყენონ ჟურნალში დაბეჭდილი მასალა Creative Commons-ის ლიცენზირების პირობების შესაბამისად.