ჟურნალის შესახებ

სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი“ დაარსდა 2019 წელს და მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

„ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს.

„ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ახალი ნომერი

No. 4 (2023): ქრონოსი
					View No. 4 (2023): ქრონოსი

სამეცნიერო ჟურნალი „ქრონოსი“ დაარსდა 2019 წელს და მას ყოველწლიურად გამოსცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. „ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ისტორიის საკითხების კვლევასა და უკეთ გააზრებას. „ქრონოსში“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გამოქვეყნებულია: 2024-03-20

ისტორია

Physical Anthropology

ჟურნალის სრული ვერსია

ყველა სტატიის ნახვა

სიახლეები

 

„ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი“ იწყებს ახალი ნომრისთვის (N5) სტატიების მიღებას. მასში იბეჭდება ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებული ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება საქართველოს, მასთან დაკავშირებულ სამყაროს და არ არის გამოქვეყნებული არცერთ ენაზე.

სტატიის მოცულობა: ტექსტი, სქოლიოები, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია (რეზიუმეს, ილუსტრაციების და ტაბულების აღწერილობების გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 7,000 სიტყვას.

ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური. შემოსული მასალა გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 1 ივნისი.

ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მისამართია: chronos@tsu.ge

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის რედაქციას (მთ. რედაქტორი: ალექსანდრე თვარაძე; ელ-ფოსტა: aleksandre.tvaradze@tsu.ge; ტელ. [+995] 599 / 22 59 06).

 

Settingsანოტაცია სტატიების მიღების შესახებ, ქრონოსი, 5