მეფე მირიანის ჰიბრიდული პრეზენტაცია ლეონტი მროველთან

Authors

  • სტივენ ჰ. რაპი უმცროსი სემ ჰიუსტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჰანტსვილი, ტეხასი, აშშ)

Abstract

„ქართლის ცხოვრების“ თხზულებათა დასაწყისი ნაწილი დიდი ხანია, რაც მკვლევართა ყურადღებას იქცევს. ქართველთა ეთნოგენეზის ისტორიას, რომელიც ტრადიციულად მეთერთმეტე საუკუნის ეპისკოპოსს, ლეონტი მროველს მიეწერებოდა, დღეისათვის ისტორიკოსთა დიდი ნაწილი სამი განსხვავებული ტექსტის კომპენდიუმად მიიჩნევს. „ცხორებაჲ ქართველთა მეფეთა“-ს სულ მცირე ორი კომპონენტი მროველის მოღვაწეობამდე დიდი ხნით ადრეა შექმნილი. კომპენდიუმის თავდაპირველი ნაწილის მერვე ან მეცხრე საუკუნით დათარიღებაც აღარ არის უჩვეულო. ტექსტის ეს ნაწილი, უეჭველია, ემყარება უფრო ადრინდელ ზეპირ და შესაძლებელია, წერილობით ტრადიციასაც; მას პრეტენზია აქვს, წარმოაჩინოს ქართველთა სათავეები კავკასიის ისტორიის კონტექსტში, მათი სამეფოს წარმოქმნა, მეფეთა დინასტია მირიანამდე. იმავდროულად, მისი თხრობა, უპირატესად, აღმოსავლეთ მხარეს, ქართლს ეხება.
მირიანზე თხრობისას, ტექსტი უეცრად წყდება; მას აგრძელებს ჰაგიოგრაფიული თხზულების „ნინოს ცხოვრების“ სრული ვერსია. „ცხოვრებას“ უშუალოდ მოსდევს მირიანის მომდევნო პირველი ქრისტიანი მეფეების მოკლე ისტორია. ნიშანდობლივია წარმართი და გაქრისტიანებული მირიანის პრეზენტაციებს შორის ტონალობის ცვლილებაც.
რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი? სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრებები, თუ რატომ შეიტანეს მთლიანი ჰაგიოგრაფიული ტექსტი, რომელიც დამოუკიდებელი თხზულების სახით „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ კორპუსმა შემოინახა, ისტორიოგრაფიულ „ქართლის ცხოვრებაში“. გარდა ამისა, უნდა ვუპასუხო იმ კითხვასაც, თუ რატომ წყდება უეცრად დასაწყისი თხრობა მირიანის შესახებ მაინცდამაინც მისი გაქრისტიანების მომენტისთვის. „ქართლის ცხოვრებაში“ მირიანის დანარჩენი მეფობა განხილულია მხოლოდ და მხოლოდ „ნინოს ცხოვრებაში“. მეფის მიერ ქრისტიანობაზე მოქცევა მეტად გამარტივებული პასუხი იქნებოდა. ახსნის პოვნა შესაძლებელი უნდა იყოს ქართული ისტორიოგრაფიული წყაროების ორიგინალურ, მაგრამ დაკარგულ ვერსიებში, ისევე როგორც კავკასიის ინტეგრაციაში ირანულ (“Iranic”) სამყაროში გვიანანტიკურ ხანაში.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-01-15

Issue

Section

ისტორია

Categories