ცნება ავტორის განმარტებისათვის
ავტორად (ავტორებად) ჩაითვლება პირი, რომელმაც სათანადო წვლილი შეიტანა ნაშრომის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავებაში, ანალიზსა და ინტერპრეტაციაში. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში ის პირი, რომელსაც ურთიერთობა ექნება ჟურნალის რედაქციასთან ვალდებულია: რედაქციაში წარმოადგინოს ნაშრომის ყველა ავტორთან შეთანხმებული საბოლოო ვარიანტი; რედაქციასთან წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს თანაავტორებს და გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები. ნაშრომის სათანადო ადგილას აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ პირთა შესახებ, ვინც გარკვეული წვლილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანა ნაშრომის მომზადებაში.