ქობულეთი: მე-3 და მე-4 ფენების კაჟისა და ობსიდიანის კომპლექსები

Authors

  • ვალერი მანკო არქეოლოგიის ინსტიტუტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უკრაინა https://orcid.org/0000-0002-2990-7234

Abstract

2023 წელს ჩატარებული გათხრების დროს გამოვლინდა და შესწავლილ იქნა ქობულეთის ნამოსახლარის უძველესი კულტურული ფენები, რომლებიც თარიღდება გვიანი პლეისტოცენით ან პლეისტოცენიდან ჰოლოცენზე გარდამავალი პერიოდით. მე-3 ფენა წარმოდგენილია  ძეგლის აღმოსავლეთ სექტორში ჰოლოცენის უძველეს  ნიადაგში და ასევე 53-ე ორმოში ნაპოვნი მასალებით. ნიადაგში აღმოჩენილი კომპლექსი შეიცავს მხოლოდ ნადირობასთან დაკავშირებულ არტეფაქტებს, ხოლო  53-ე ორმოში ნაპოვნი ნივთები უფრო მრავალფეროვანია. მე-4 ფენა, რომელიც შემონახულია მხოლოდ ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, წარმოდგენილია ქვის კედლის ნაშთებით და დანგრეული ქვის ნაგებობების ფრაგმენტებით. სტრატიგრაფიულად იგი უკავშირდება შავი ფერის ნიადაგს, რომელიც, სავარაუდოდ, ალეროიდის ინტერსტადიალის ფაზას განეკუთვნება.
იარაღის წარმოების ძირითადი ნედლეული ობსიდიანი და კაჟი იყო.  ობსიდიანის მთავარი საბადო ჭიკიანის მთებში მდებარეობდა. თუმცა, ადრეულ ფენებთან შედარებით, მე-3 და მე-4 ფენებში იგი საგრძნობლად მცირე რაოდენობით გვხვდება. აღნიშნულ სიმწირეს შესაძლოა განაპირობებდა ობსიდიანის მოპოვების სირთულე იმგვარ ვითარებაში, როდესაც გარშემო ტერიტორიას სავარაუდოდ არ იცნობდნენ სათანადოდ. აქედან ალბათ დასაშვებია ვივარაუდოთ: მე-3 და მე-4 ფენები, როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში ქობულეთის ქვის ინდუსტრიის საწყის ეტაპს უნდა განეკუთვნებოდნენ.
უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ადგილზე გამოვლენილი ყველა არქეოლოგიური შრე ამჟღავნებს კულტურულ მსგავსებებს. არტეფაქტების ყველა კომპლექსისთვის, უადრესი ნიმუშების ჩათვლით, დამახასიათებელია წნევით ატკეჩის ტექნოლოგია, კონუსური და ტყვიისებრი ბირთვები, ბლაგვპირიანი და საჭრისის ტიპის ნივთები, რომლებიც ასოცირდება სამხრეთ კავკასიის ქობულეთურ კულტურასთან (ძვ. წ. XI–VII ათასწლეულები). ამ კულტურის წარმოშობა დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთიდან მლეფაატის კულტურის მატარებელ ჯგუფთა მიგრაციასთან.
ამავდროულად, მე-3 და მე-4 ფენების მასალები მიუთითებს ქობულეთის მოსახლეობასა და იმერეთის გვიან ეპიგრავეტის ჯგუფებს შორის კონტაქტებზე. ბიპოლარული მკვეთრი რეტუშით დამუშავებული ფირფიტები მიანიშნებს, რომ სინქრონული კულტურული ტრადიციების მატარებელ აღნიშნულ ხალხებს შორის ადგილი ჰქონდა ტექნოლოგიური ცოდნის გაცვლას. ამგვარად, ქობულეთის კულტურის წარმოშობამ შექმნა ფართო ქსელი, რომელიც აკავშირებდა სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს. ამ ქსელმა, სავარაუდოდ, საფუძველი ჩაუყარა ახლოაღმო-სავლური ინოვაციების, მათ შორის ნეოლითური ცხოვრების წესის, შემდგომ გავრცელებას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-01-15