ვენეციის (იტალია) კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობა და შედეგები

Authors

  • ფრანჩესკა ბერტოლდი კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
  • პიერა ალეგრა რასია კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია

Abstract

ნაშრომში წარმოდგენილია კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის ფიზიკური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობა იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ (სირია, სუდანი, საქართველო და სომხეთი) 1998 წლიდან დღემდე. ამჟამად ჩვენ ხელთაა სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე მოპოვებული 2000-ზე მეტი პალეობიოლოგიური ნიმუში, პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული თანამედროვე ეპოქის ჩათვლით. ყველა ნიმუში გაანალიზებულია ტაფონომიური, ანთროპოლოგიური, პალეოდემოგრაფიული და პალეოპათოლოგიური კუთხით და წარმოადგენს მონაცემებისა და ნიმუშების უნიკალურ კოლექციას. ამ ნიმუშების უმეტესი ნაწილი შუა საუკუნეების ეკლესიების, ტაძრების, მომლოცველთა საავადმყოფოების, მონასტრების და სააბატოების სასაფლაოებიდანაა აღებული. ჩვენ ასევე გვაქვს პრეისტორიული კრემაციისა და ინჰუმაციის ნიმუშები, რომაული და გვიანანტიკური ხანის ნეკროპოლისებიდან და თანამედროვე პერიოდში კატასტროფის შედეგად წყალში ჩაძირული გემებიდან მოპოვებული მასალა. ჩვენი კვლევის მიზანთა შორის ერთ-ერთი საკითხია პალეოპოპულაციაში ზრდასრულებისა და მოზარდების ასაკის განსაზღვრა ახალი, უფრო ზუსტი მეთოდების გამოყენებით. შუა საუკუნეების სასაფლაოებზე, რომლებიც კარგად წარმოაჩენს წარსული წინარეინდუსტრიული საზოგადოების დემოგრაფიას, დაკრძალულთა საერთო რაოდენობიდან ახალშობილთა, ჩვილთა და ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი 30%-დან 50%-მდე მერყეობს, ხოლო გარდაცვლილი ზრდასრული მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია. ჩვილთა სიკვდილიანობა პიკს აღწევს დაბადებისას და 2-დან 3 წლამდე ასაკში, რაც დაკავშირებულია ორსულობის, მშობიარობის და შესაძლოა, ხანგრძლივად ძუძუთი კვების რისკებთან. ზრდასრული ქალების სიკვდილიანობა ასევე მნიშვნელოვნად მაღალია 20-30 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცები, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ადამიანის ჩონჩხის ნიმუშთა სიმრავლე, მათი წარმომავლობის არქეოლოგიური კონტექსტი, ქრონოლოგიური ჩარჩოები და განსახლების გეოგრაფია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოვიპოვოთ მთელი რიგი ყოველმხრივ გაანალიზებული მონაცემები და შევქმნათ ადამიანის ძვლოვანი ნაშთებისა და სამაროვნის არქეოლოგიის მონაცემთა ბაზა, რაც შედარებისთვის საუკეთესო საშუალება იქნება.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2021-12-20