გვიან ანტიკური – ადრე შუა საუკუნეების საქართველოს მოსახლეობის პალეოდემოგრაფიული ანალიზი

Authors

  • ნინო თავართქილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

Abstract

უძველესი მოსახლეობის დემოგრაფიული კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ამოცანაა მოსახლეობის ბიოარქეოლოგიური რეკონსტრუქციისთვის. კვლევა ფოკუსირებულია საქართველოში გვიან ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების დემოგრაფიული მახასიათებლების შედარებაზე. ძვლოვანი მასალის გამოყენებით, შედგენილია მოკვდაობის ცხრილები ისეთი პარამეტრების გასაანალიზებლად, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ასაკობრივი განაწილება და სქესის თანაფარდობა. მასალა, რომელიც ეფუძნება კვლევას, დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში. გვიან ანტიკური პერიოდიდან სულ წარმოდგენილია 235 თავის ქალა, ხოლო ადრე შუასაუნეებიდან – 357, რომლებიც მოპოვებულია სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლიდან. კვლევაში ჩართულია პალეოდემოგრაფიული კვლევის მეთოდები, შედგენილია მოკვდაობის ცხრილები, მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა და ასევე გამოყენებულია „სიცოცხლის ცხრილი“. მოკვდაობის ცხრილების საფუძველზე გამოთვლილია კაცების და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვლილი მოსახლეობის პროცენტული განაწილება, სქესთა შეფარდება. დემოგრაფიული კვლევისთვის სტატისტიკური ანალიზიდან ყველაზე ინფორმატიული არის სიცოცხლის ცხრილი. სიცოცხლის ცხრილი შემუშავებულია სხვადასხვა მკვლევრების მიერ. სიცოცხლის ცხრილი წარმოადგენს ასაკობრივ მაჩვენებელთა სისტემას, რომლებიც ზომავენ მოკვდაობის დონეს, სიცოცხლის ხანგრძლივობას და სხვა. არსებული მონაცემების შეჯერების ფონზე დგინდება, რომ გვიან ანტიკური ხანის მოსახლეობა უფრო დიდხანს ცხოვრობდა, ვიდრე ადრე შუა საუკუნეების. როგორც გვიან ანტიკურ, ასევე ადრე შუა საუკუნეებში მამაკაცების რაოდენობა ბევრად ჭარბობს ქალებისას. ჩვენს ხელთ არსებული განათხარი მასალით, გვიან ანტიკურ ხანაში 61,7 პროცენტს (145 ინდივიდი) მამაკაცები, ხოლო 36,5 პროცენტს (86 ინდივიდი) ქალები შეადგენენ. ხოლო 1,7% შეადგენენ ბავშვები. რაც შეეხება ადრე შუა საუკუნეების საქართველოს მოსახლეობას – 60% მამაკაცს განეკუთვნება, ხოლო 37,5% ქალბატონს. მხოლოდ 2,5% შეადგენენ ბავშვები.
ადრეულ შუა საუკუნეებში მოსახლეობა უფრო მცირე იყო, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებით, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ქალებში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 42,7 წლამდე შემცირდა, რაც მიუთითებს უფრო მძიმე საცხოვრებელ პირობებზე გვიან ანტიკურ პერიოდთან შედარებით. შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ გვიან ანტიკურ ხანაში უფრო ხელსაყრელი გარემო იყო სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, შესაძლოა ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ვაჭრობა, პოლიტიკური სტაბილურობა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-01-20