ეროვნული იდენტობისა და ისტორიული ცნობიერების ძიება მეტაისტორიულ მოვლენებში:
დიდგორის, ჩუდის ტბის და კოსოვოს ბრძოლების გავლენა კოლექტიურ მეხსიერებაზე და პოლიტიკურ ქმედებაზე
Abstract
ეროვნული იდენტობა დაკავშირებულია ეროვნულობის ცნებასთან, რაც გულისხმობს, რომ საერთო ენის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ფოლკლორის ან ისტორიული ბედის ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის წევრები, სოციალურ კავშირებს ერთმანეთთან უფრო ადვილად ამყარებენ, ვიდრე სხვა, უცხო ჯგუფის წევრებთან. ისტორიულად, ისეთი დიდი ჯგუფების წარმოქმნამ, რომლებიც საკუთარ თავს ერთ ერად აღიარებდნენ, ხელი შეუწყო ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბებას. ნაციონალურ იდენტობას ხშირად ამყარებს მეტაისტორიული მოვლენები, ანუ ის, რაც ინახება ერთი ერის ცნობიერებასა და ქვეცნობიერში – კონკრეტული მოვლენის მოხდენის შემდგომ, როგორც ხალხის კოლექტიური მეხსიერების ნაწილი. ხშირად ეს მეტაისტორიული მოვლენები წარმოდგენილია ბრძოლების ან ომების სახით, რასაც ან მივყავართ გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევისკენ, ან დამარცხების, დამორჩილებისა და თავისუფლების დაკარგვისკენ. ერების უმეტესობას გააჩნია უმნიშვნელოვანესი მეტაისტორიული მოვლენები, რომლის საფუძველზედაც მათ თავიანთი ეროვნული იდენტობა ააშენეს. სტატია ეხება მეტაისტორიული მოვლენების მნიშვნელობას დიდგორის (1121), ჩუდის ტბის (1242) და კოსოვოს (1389) ბრძოლების შედარებითი შესწავლის მაგალითზე. საქართველოს შემთხვევაში, დიდგორის ბრძოლა წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ნიშანსვეტს, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, ჩუდის ტბის ბრძოლა გახდა „დასავლელი“ დამპყრობლების წინააღმდეგ რუსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო; და ბოლოს, სერბეთის შემთხვევაში, ბრძოლა კოსოვოს ველზე არის სერბეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და სერბული ეროვნული გრძნობების ინსპირაციის წყარო. სტატიაში დასაბუთებულია, რომ ეს სამი ბრძოლა გახდა შესაბამისად ქართველი, რუსი და სერბი 85 ერებისთვის ეროვნული იდენტობისა და თვითშეგნების შენების მეტაისტორიული ქვაკუთხედი. მათი მეტაისტორიული ამოცანა ახალ და უახლეს ისტორიაში პოლიტიკური და რელიგიური ელიტების მიერ თავიანთი სოციალური და პოლიტიკური მოქმედებების გამართლება და, ასევე, ეროვნული გრძნობების გაძლიერებაა.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.