ღალატი და სუვერენიტეტი შუა საუკუნეების კავკასიაში
Abstract
წარმოდგენილი სტატია კავკასიაში XI და XIII საუკუნეებში სელჩუკთა და მონღოლთა შემოსევების ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ორივე შემთხვევაში კავკასიელი არისტოკრატები დამპყრობელ ჯარებთან თანამშრომლობდნენ, რასაც ისტორიოგრაფიაში ხშირად პროტონაციონალური ერთობისთვის დამღუპველად მიიჩნევენ. კახეთის მეფის აღსართან I-ის (მეფობდა 1058-1084 წწ.) და ჩრდილოეთ კავკასიის ალანიიის მთავრების Aersilan-ის და Hanghusi-ს მაგალითებზე დაყრდნობით, ნაშრომში დასაბუთებულია, რომ გარე დამპყრობლებთან თანამშრომლობა კავკასიური ელიტების საერთო პოლიტიკური სტრატეგია იყო. უფრო მეტიც, აღნიშნულ დინასტთა მხარდამჭერ კავკასიურ პირველწყაროებში ეს სტრატეგია საკმაოდ ნორმალურად არის შეფასებული. იმის მაგივრად, რომ სუვერენიტეტი განიხილებოდეს, როგორც ტერიტორიასთან და ეთნიკურობასთან დაკავშირებული მუდმივი ატრიბუტი, რასაც ძირითადად სამეფო დინასტები და მათი ადმინისტრაცია ახორციელებდნენ, სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სუვერენიტეტი იყო ეფემერული, რაც განსაკუთრებით ვლინდებოდა წარმატებულ სამხედრო კამპანიებში და გადასახადების აკრეფაში. სუვერენიტეტი, როგორც ასეთი, მოცემულ რეგიონზე ან თემზე შეიძლება ჰქონოდა ერთდროულად რამდენიმე დინასტს ან არისტოკრატს. ამ კონტექსტში, უცხოელ დამპყრობელთან თანამშრომლობა არა მხოლოდ თავსებადი იყო კავკასიელი დინასტის საკუთარ სუვერენიტეტთან, არამედ მას თავისი სუვერენიტეტის სხვა არისტოკრატებზე და გლეხურ თემებზე გავრცელების საშუალებები შეეძლო შეექმნა. თუმცა, უცხოელთა შემოსევების გამო წარმოქმნილ გაურკვევლობას სუვერენიტეტთან დაკავშირებით, შესაძლოა გამოეწვია სადავო ტერიტორიის ძალადობრივი მოთხოვნა რამდენიმე განსხვავებული პოლიტიკური აქტორის მიერ, ეს პროცესი კი შეიძლება უკიდურესად საზიანო ყოფილიყო რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი თემებისთვის.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.