მურვან ყრუს ისტორიული სახის წარმოქმნაში მარვან იბნ მუჰამადის როლის ახლებური შეფასებისათვის
Abstract
სტატიაში განხილულია ჰიპოთეზა, რომელიც ქართულ წყაროებში მოხსენიებულ მურვან ყრუს ლაშქრობას, კავკასიაში მარვან იბნ მუჰამადის მიერ 735-740 წლებში განხორციელებული ლაშქრობებიდან ერთ-ერთად წარმოგვიდგენს. ამის საპირისპიროდ, მიგვაჩნია, რომ ეს ლაშქრობა ქართულ ისტორიულ წყაროებში ფიქციაა და მიზნად ისახავს ხოსროიდთა სახლის განდიდებას.
არაბული, სომხური, ბერძნული და ქართული წყაროების კრიტიკული შესწავლა ცხადყოფს, რომ:
ა) მარვან იბნ მუჰამადი საერთოდ არ მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ. ამას მოწმობს ფაქტი, რომ მარვან იბნ მუჰამადის მიზანი ამ ლაშქრობების სერიაში იყო ხაზართა სახაკანოსა და სამხრეთ დაღესტნის რეგიონში მისი ქვეშევრდომების დამორჩილება. უფრო მეტიც, ამ ლაშქრობების ქრონოლოგიური ჩარჩო გვაფიქრებინებს, რომ მარვან იბნ მუჰამადის ჯარს იმ დროს საქართველოზე თავდასხმა არ შეეძლო.
ბ) არაბთა ბატონობა საქართველოში უკვე დამკვიდრებული იყო მარვან იბნ მუჰამადის ხაზართა სახაკანოს წინააღმდეგ ლაშქრობებამდე. აშკარაა, რომ VIII საუკუნის დასაწყისიდან ქართლმა უკვე აღიარა არაბთა სიუზერენობა, რაც დასტურდება, როგორც წერილობითი წყაროებით, ისე ნუმიზმატიკური მასალით. შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავარი, რომელიც მიგვაჩნია პრო-არაბული დაჯგუფების წევრად ქართლში და არ ვაიგივებთ მას ხოსროიდ სტეფანოზთან, ეხმარებოდა მარვან იბნ მუჰამადს ხაზართა წინააღმდეგ ბრძოლაში.
გ) მარვან იბნ მუჰამადის მურვან ყრუდ ქცევა არის ხოსროიანების სა სარგებლოდ წარმოებული პროპაგანდის შედეგი, რომელიც მიმართული იყო საქართველოში არსებული პროარაბული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ამის საფუძველზე, მარვან იბნ მუჰამადის დამარცხება ხოსროიანებთან შეიძლება აიხსნას, როგორც ფსევდო-ჯუანშერის მცდელობა დაამტკიცოს, რომ ხოსროიანები ღვთის განგებით ქვეყნის გასათავისუფლებლად და სამართავად აირჩიეს.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.