ახალი თვალსაზრისი ორბელთა აჯანყების დათარიღების და მნიშვნელობის შესახებ
Abstract
სტატიაში ახლებურად არის შეფასებული მატიანეში დაცული ცნობა XII საუკუნის ბოლოს მომხდარი ორბელების აჯანყების თარიღისა და მნიშვნელობის შესახებ, როდესაც ორბელების ცნობილი გვარი წარუმატებლად ცდილობდა დაეცვა საკუთარ ბიძასთან, გიორგი III-თან დაპირისპირებული უფლისწული დემნას პრეტენზიები საქართველოს ტახტზე. მატიანეებში აჯანყების თარიღად ჩვეულებრივ 1177 წელია აღიარებული, მაგრამ ეს არ შეესაბამება ქართულ და სომხურ წყაროებში დამოწმებულ ზოგიერთ ცნობას, მათ შორის აჯანყების მონაწილეთა ასაკისა და გარდაცვალების დროის შესახებ. ამ ცნობების განხილვის საფუძველზე, აჯანყების დასაშვებ ალტერნატიულ სავარაუდო თარიღად სტატიაში შემოთავაზულია 1174 წელი.
ნაშრომში ასევე საუბარია, თუ რა მნიშვნელობა აქვს დათარიღებას აჯანყებისა და მისი მიზეზების გაგებისთვის. თარიღით განისაზღვრება, რომ ეს აჯანყება ან სავარაუდოდ დაკავშირებული იყო დემნას სრულწლოვანებასთან, ან ის იყო რეაქცია გიორგი III-ის სურვილზე, როდესაც ის თამარის მემკვიდრედ აღიარებას აპირებდა. აჯანყებასთან მიმართებაში ქართველ დიდებულთა შეხედულებებისა და დაჯგუფებათა დამოკიდებულების ინტერპრეტაცია შესაძლებელია ნაწილობრივ მოხერხდეს აჯანყებულთა ბრძოლის მიზეზთა ახსნის საფუძველზე. თუ დემნა იყო აჯანყების მნიშვნელოვანი მიზეზი, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ აჯანყებას მემკვიდრეობის მამის ხაზით მომდინარეობის იდეოლოგიამ შეუწყო ხელი; ამაზე პირდაპირ შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ ორბელები 1170-იანი წლების დასაწყისში ვერ გახდნენ ანის მმართველები. პირიქით, თუ აჯანყება თამარის მემკვიდრედ გამოცხადებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა – ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად უნდა ვივარაუდოთ აჯანყებისთვის უკვე დამკვიდრებული და გვიანი თარიღი – მაშინ, მეამბოხეების შეხედულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი თამარის სქესს უნდა ეთამაშა.
როგორც XII საუკუნის ტრანსკავკასიის ელიტარული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და კარგად დოკუმენტირებული გარდატეხა, ორბელთა აჯანყება გადამწყვეტია ჩვენთვის იმ სოციალური კავშირებისა და იდეოლოგიების გასაგებად, რომლებიც საფუძვლად ედო ბაგრატიონთა პოლიტიკას. ზოგადად, ითვლება, რომ აჯანყების შედეგად გიორგი III-ის მეფობის ბოლო პერიოდი გამოირჩევა მის მიერ თანამდებობებზე დანიშნული უაღრესად ერთგული პირების სიმრავლით. ამ სტატიაში მოცემული ანალიზი წარმოადგენს ალტერნატიულ გაგებას, რომელშიც მოვლენების ახსნისას უპირატესობა ენიჭება დანიშნულ პირთა სოციალური კავშირების მნიშვნელობას. მოვლენების თარიღების ზემოხსენებულ დეტალურ ანალიზთან და შედეგად მიღებულ აჯანყების სავარაუდო მიზეზთებთან დაკავშირებით, შეგვიძლია გამოვთქვათ ახალი ვარაუდი ორბელების აჯანყების და მის საფუძველში არსებული სოციალური კავშირების შესახებ. ამას ემყარებოდა საქართველოში დავა ხელისუფლებისათვის XII საუკუნის ბოლოს.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.